ააიპ ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა–ბაღების გაერთიანება


ა(ა)იპ რუსთავის საბავშვო ბაგა ბაღების გაერთიანება

2026-2027 სასწავლო წლისათვის რუსთავის საბავშვო ბაგა - ბაღებში ბავშვთა რეგისტრაციის მსურველთა საყურადღებოდ!


ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ფილიალებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია განხორციელდება სამ ეტაპად, ვებგვერდზე: www.rustavikids.ge


რეგისტრაციის პირველი ეტაპი - პრიორიტეტული სიით 2026-2027 სასწავლო წლისათვის, ფილიალებში აღსაზრდელთა მისაღებად ელექტრონული რეგისტრაცია დასრულდა.


მეორე ეტაპი საყოველთაო რეგისტრაცია დასრულდა, შედეგები დაიდება 13 ივნისს 13 საათზე


მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულ აღსაზრდელის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, არაუგვიანეს 2026 წლის 30 ივნისისა, შესაბამის ფილიალში უნდა წარადგინოს ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია.

ფილიალში ჩარიცხვისთვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;

გ) ორი ფოტოსურათი (3x4);

დ) ცნობა ბავშვის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაციის შესახებ;

ე) ქალაქ რუსთავში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული (დევნილი) ბავშვის შემთხვევაში - დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა.


რეგისტრაციის მესამე ეტაპი გაიმართება 2026 წლის 31 აგვისტოს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (რეგისტრაცია გაიმართება იგივე წესის დაცვით როგორც მეორე ეტაპი).


გისურვებთ წარმატებას


ბაგა ბაღების გაერთიანების ცხელი ხაზი:

(0341) 241130

(0341) 220076

......................................................................................................................