ააიპ ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა–ბაღების გაერთიანება


ა(ა)იპ რუსთავის საბავშვო ბაგა ბაღების გაერთიანება

2026-2027 სასწავლო წლისათვის რუსთავის საბავშვო ბაგა - ბაღებში ბავშვთა რეგისტრაციის მსურველთა საყურადღებოდ!


ა.(ა).ი.პ. „ქალაქ რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების“ ფილიალებში აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია განხორციელდება სამ ეტაპად, ვებგვერდზე: www.rustavikids.ge


რეგისტრაციის პირველი ეტაპი - ითვალისწინებს პრიორიტეტული კატეგორიის აღსაზრდელთა რეგისტრაციას, ელექტრონული რეგისტრაცია წარიმართება 2026 წლის 27 მაისს 10:00-დან 17:00 საათამდე

პრიორიტეტულ კატეგორიად განსაზღვრულია:

ა) სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები;

ბ) დედმამიშვილები (ბავშვები, რომლის დედმამიშვილი ირიცხება გაერთიანების ფილიალში, გარდა 2025-2026 სასწავლო წლის 5-6 წლიან ასაკობრივი ჯგუფისა);

გ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები;

დ) მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვები;

ე) დედით ან მამით ობოლი ბავშვები;

ვ) მრავალშვილიანი სტატუსის მქონე პირთა შვილები;

7) გაერთიანებაში (ადმინისტრაცია და ფილიალები) დასაქმებულ პირთა შვილები.


პრიორიტეტული კატეგორიით დარეგისტრირებულ აღსაზრდელის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, არაუგვიანეს 2026 წლის 10 ივნისისა, შესაბამის ფილიალში უნდა წარადგინოს პრიორიტეტული სტატუსის დამადასტურებელი და ჩრიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია.


რეგისტრაციის მეორე ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია გაიმართება 12 ივნისს.

12 ივნისს საყოველთაო რეგისტრაცია წარიმართება შემდეგი სქემით:

ა) 10 საათიდან - 10:55 საათამდე 2-3 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (16.09.2023 დან 15.09.2024 წლებში დაბადებული ბავშვები);

ბ) 11 საათიდან - 11:55 საათამდე 3-4 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (16.09.2022 დან 15.09.2023 წლებში დაბადებული ბავშვები);

გ) 12 საათიდან - 12:55 საათამდე 4-5 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (16.09.2021 დან 15.09.2022 წლებში დაბადებული ბავშვები);

დ) 13 საათიდან - 13:55 საათამდე 5-6 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (16.09.2020 დან 15.09.2021 წლებში დაბადებული ბავშვები);


სარეგისტრაციო საიტი ჩაირთვება უშუალოდ რეგისტრაციის წინ.


მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულ აღსაზრდელის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, არაუგვიანეს 2026 წლის 30 ივნისისა, შესაბამის ფილიალში უნდა წარადგინოს ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია.

ფილიალში ჩარიცხვისთვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა;

გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის შემთხვევაში - ფორმა N100 ან ფორმა N50;

დ) ორი ფოტოსურათი (3x4);

ე) ცნობა ბავშვის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრაციის შესახებ;

ვ) ქალაქ რუსთავში დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული (დევნილი) ბავშვის შემთხვევაში - დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ცნობა.


რეგისტრაციის მესამე ეტაპი გაიმართება 2026 წლის 31 აგვისტოს 10:00 საათიდან 17:00 საათამდე (რეგისტრაცია გაიმართება იგივე წესის დაცვით როგორც მეორე ეტაპი).


29 მაისს გაიმართება საზაფხულო ბაღების რეგისტრაცია.


გისურვებთ წარმატებას


ბაგა ბაღების გაერთიანების ცხელი ხაზი:

(0341) 241130

(0341) 220076

......................................................................................................................