ა(ა)იპ რუსთავის საბავშვო ბაგა ბაღების გაერთიანება
2025-2026 სასწავლო წლისათვის ქ. რუსთავის საბავშვო ბაგა - ბაღებში ბავშვთა რეგისტრაციის მსურველთა საყურადღებოდ!
2025-2026 სასწავლო წლისათვის, ფილიალებში აღსაზრდელთა მისაღებად ელექტრონული რეგისტრაცია დასრულდა.
საიტზე დაიდო ფილიალებში ჩარიცხული აღსაზრდელების სიები, ჩარიცხული აღსაზრდელის გადამოწმება შესაძლებელია პირადი ნომრით.
დარეგისტრირებულ აღსაზრდელის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, არაუგვიანეს 2025 წლის 16 სექტემბერს, შესაბამის ფილიალში წარადგინოს ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია.
ფილიალში ჩარიცხვისთვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტაცია:
1. ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი)
2. ორი ფოტოსურათი (3x4)
3. ცნობა ბავშვის რუსთავში რეგისტრაციის შესახებ, გაცემული იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს" ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. (საინფორმაციო ბარათი).
4. ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
ყურადღება!
2023 წლის 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვებს, ბაგა-ბაღების გაერთიანება მიიღებს განცხადების საფუძველზე, იმ დღიდანვე, რომელ დღესაც შეუსრულდება 2 წელი. (განცხადებით უნდა მიმართოს მუნიციპალურ სერვისცენტრს, მის; მეგობრობის 20-ბ)
გისურვებთ წარმატებას
ბაგა ბაღების გაერთიანების ცხელი ხაზი:
(0341) 241130
(0341) 220076
......................................................................................................................