ა(ა)იპ რუსთავის საბავშვო ბაგა ბაღების გაერთიანება
2025-2026 სასწავლო წლისათვის ქ. რუსთავის საბავშვო ბაგა - ბაღებში ბავშვთა რეგისტრაციის მსურველთა საყურადღებოდ!
პრიორიტეტული სიით 2025-2026 სასწავლო წლისათვის, ფილიალებში აღსაზრდელთა მისაღებად ელექტრონული რეგისტრაცია დასრულდა.
5 ივნისს საიტზე დაიდება პრიორიტეტული სიით ფილიალებში ჩარიცხული აღსაზრდელების სიები, ჩარიცხული აღსაზრდელის გადამოწმება შესაძლებელი იქნება პირადი ნომრით.
პრიორიტეტული კატეგორიით დარეგისტრირებულ აღსაზრდელის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, არაუგვიანეს 2025 წლის 19 ივნისისა შესაბამის ფილიალში წარადგინოს პრიორიტეტული კატეგორიის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჩარიცხვისთვის სავალდებულო დოკუმენტაცია:
1. პრიორიტეტის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი.
3. ცნობა ბავშვის რუსთავში რეგისტრაციის შესახებ გაცემული იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს“ (იუსტიციის სახლის) ან ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ.
4. ჯანმრთელობის ცნობა.
5. 2 ფოტო სურათი (3X4).
აღსაზრდელის ჩარიცხვა ფილიალში მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სრულად იქნება წარმოდგენილი ჩამოთვლილი დოკუმენტები.
მეორე ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია გაიმართება 25 ივნისს.
25 ივნისს საყოველთაო რეგისტრაცია წარიმართება შემდეგი სქემით:
ა) 10 საათიდან - 11 საათამდე 2-3 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (01.01.2023 დან 30.11.2023 ჩათვლით დაბადებული ბავშვები);
ბ) 11 საათიდან - 12 საათამდე 3-4 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (2022 წელს დაბადებული ბავშვები);
გ) 12 საათიდან - 13 საათამდე 4-5 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (2021 წელს დაბადებული ბავშვები);
დ) 13 საათიდან - 14 საათამდე 5-6 წლიან ასაკობრივ ჯგუფში (2020 წელს დაბადებული ბავშვები);
სარეგისტრაციო საიტი ჩაირთვება უშუალოდ რეგისტრაციის წინ.
დარეგისტრირებულ აღსაზრდელის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, არაუგვიანეს 2024 წლის 10 ივლისს, შესაბამის ფილიალში წარადგინოს ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია.
ფილიალში ჩარიცხვისთვის სავალდებულოა შემდეგი დოკუმენტაცია:
1. ბავშვის დაბადების მოწმობა (ასლი)
2. ორი ფოტოსურათი (3x4)
3. ცნობა ბავშვის რუსთავში რეგისტრაციის შესახებ, გაცემული იუსტიციის სამინისტროს სსიპ "სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს" ან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. (საინფორმაციო ბარათი).
4. ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
რეგისტრაციის მესამე ეტაპი განხორციელდება 2025 წლის 01 სექტემბერს (იგივე წესით დაცვით როგორც მეორე ეტაპი).
ყურადღება!
2023 წლის 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრამდე დაბადებულ ბავშვებს, ბაგა-ბაღების გაერთიანება მიიღებს განცხადების საფუძველზე, იმ დღიდანვე, რომელ დღესაც შეუსრულდება 2 წელი. (განცხადებით უნდა მიმართოს მუნიციპალურ სერვისცენტრს, მის; მეგობრობის 20-ბ)
გისურვებთ წარმატებას
ბაგა ბაღების გაერთიანების ცხელი ხაზი:
(0341) 241130
(0341) 220076
......................................................................................................................